Sunday, May 18, 2014

ჩვენ...თავისუფლება...და რუსთაველის თეატრი



როცა რაღაც ამბის მოყოლას იწყებ,ლოგიკურია რომ შენი მსმენელი ვერაფერს გაიგებს თუკი ამ ამბავს,შუა გზიდან მოუყვები,ეს მისთვის ნაკლებად საინტერსო იქნება. ამიტომ გადავწყვიტე ამ გზის სათავეში მოვექცე და ყველაფერი იქედან დავიწყო,სადაც პირველად გავიგე თავისუფლების პროექტის შესახებ,ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაკავშირებულია ჩემს უნივერსიტეტთან,რომელიც ზოგისთვის საგნების კრედიტებთან ასოცირდება,ზოგისთვის მხოლოდ გამოცდებთან, არიან ისეთებიც უნივერსიტეტში სიარულით მოსაწყენ ცხოვრებას, რომ  ამრავალფეროვნებს და ასე შემდეგ...ასოციაციები ბერვია,თუმცა რა თქმა უნდა ზემოთ ჩამოთვლილი ასოციაციები ცოტა ირონიულია და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს მწარე  სიმართლეც არის. თუმცა ჩემთვის უნივერსიტეტი ყოველთვის განსაკუთრებული და ზემდგომი იყო, როცა იქ პირველ ნაბიჯებს ვდაგავდი,ერთმანეთში ბევრი გრძნობა ირეოდა  შიში,დაბნეულობა, ადაპტირების პროცესი და კიდევ უამრავი ფაქტორი,მაგრამ ეს მგონი ყველა პირველ კურსელის სენია და ალბათ ბევრისთვის ნაცნობი იქნებოდა ეს განცდები. ძალიან შორს კი წავედი მაგრამ რა ვქნა,ლოგიკურად სწორედ პირველი კურსის შემდეგ, მეორე წლის გაზაფხულის სემესტრში აღმოვჩნდი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი, თითქოს იქედან დაიწყო ყველაფრის ათვლა, ლიტერატურა ყოველთვის იყო ის, რასაც ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა,მახსოვს როგორ ველოდებოდი გაზაფხულის სემესტრს, როცა გავიგე, რომ ინგლისური ლიტერატურის ისტორიის სწავლა უნდა დამწეყო, პირველივე სემინარიდან მივხვდი, რომ ეს საგანი ნამდვილად მომცემდა გაზრდის საშუალებას და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბევრ ლიტერატურულ ნაწარმოებს ხვა კუთხიდან დავინახავდი.მოლოდინი გამიმართლაო და რომელია, წარმოიდგინეთ გაზაფხულია, შექსპირს ვსწავლობთ, გვაქვს არჩვეულებრივი სემინარები, საინტერსო განხილვებით, შექსპირი კი უფრო ღრმად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში,როცა დაწიყო  პროექტი „ ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყაროში“ შეხვედრები რობერტ სტუარუსათან,გია ყანჩელთან,მასახიობებთან,გამოფენები,სპექტაკლის ვიდეო ჩვენებები,ამ ყველაფერმა ერთად ჩემთვის ის გაზაფხული დაუვიწყარი გახადა...

უილიამ თეკერეის  ნაწარმოებს ვკითხულობდი და იქ ამოვიკითხე რომ  „ქვეყნიერება სარკეა და ყველა კაცს საკუთარ სახეს დაანახებს.წარბშეკვრით შეხედე და სამაგიეროდ თვითინაც პირქუშად შემოგხედავს,შესცინე და გაიცინე მასთან ერთად და თვითონაც მხიარულ გულკეთილ ამხანაგად გაგიხდება,და დაე ყველა ახალგაზდამ თავისებურად აირჩიოს“  ეს სიტყვები ჩვენს ცხოვრებაშიც შეიძლება გადმოვიტანოთ,ჩემთვის ქვეყნიერება უნივერსიტეტია ადლილი საიდანაც უამრავ საინტერსოს ვიღებ, თუ ქვეყნიერების სარკე, ღიმილზე ღიმილით გვიპასუხებს,ჩვენი ლექტორი „ანთებულ ლამპოჩკებზე“ საოცარი შემეცნებითი პროექტებით გვაჯილდოებს, როგორიცაა „საუბრები თავისუფლებაზე“ ახალმა სასწავლო წელმა,ახალი თემები მოგვიტანა,განსაკუთრებით ჯონ მილტონის „დაკარგული სამოთხე“ რომელშიც თავისუფლების თემას აქტიურად შევეხეთ,ყველა ჩვენებურ ახნას ვუძებნიდით ამ თავისუფლებას და თითეული მათგანი განსახავდებოდა ერთამანეთისგან,თუმცა ეს პასუხები რაღაცით მაინც ერთმანეთს გავდა...ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდია თავისუფლების ცნება და ბევრნაირი განხილვა შეიძლება ქონდეს მას სხვადასხვა დარებში, მაგრამ ჩვენ შევეხეთ ყველაზე საინტერსოს, თავისუფლებას ფსიქოლოგიურ ასპექტში და თავისუფლება ფილიოსოფიაში.

გაზაფხული ჩვენს ბუნებაში აქტიურად შემოიჭრა,მაგრამ ჩვენც არა ნაკლებ აქტიურად შევიჭერით რუსთაველის თეატრში, სადაც  გაიმართა პირველი შეხვედრა,თავისუფლების პროექტის ფარგლებში, პროფესორ მარინე ჩიტაშვილთან, შეხვედრა ძალიან საინტერსო გამოვიდა,იმდენად საინტერსო, რომ გინდა  უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს და არ დასრულდეს  საუბრები, რომელიც ყოველ ჯერზე ახალ ფანჯარას გიღებს, დაისვა საინტერსო შეკითხვები,თავისუფლება და ძალაუფლება, შიში და თავისუფლება, შეხვედრის დამთავრების შემდეგ თავში უამრავი ფრაზა გიტრიალებს,ზოგიც ახალი ზოგიც ძველი და მერე ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება ისე როგორც უნდა ყოფილიყო.

ყველა ადამიანი რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის ცხოვრობს,ზოგმაც საერთოდ არ იცის რატომ ცხოვრობს და მთელ ცხოვრებას პასუხების ძიებაში ლევს,ბოლოს ხვდება რომ ამ კითხვებს არც ბოლო უჩანს და არც მისი მისი პასუხებია ერთფეროვანი და ზუსტი...მე ისევე როგორც უამრავი ჩემი თანატოლი ძიების და საკუთარი თავის შესწავლის პროცესში ვარ,მაგრამ მე სხვებისგან განსხვავებით უფრო მეტად გამიმართლა,როცა შექსპირის 208 აუდიტორიის კარი შევაღე,ეს არ იყო კარის შეღება ახალ საგანზე ახალ ლექტორთან,ეს იყო კარის შეღება ახალ მესთან...ლიტერატურა გეხმერება რომ სწორად ეძებო შენი გზა და ის  გასწავლის გზებს შენი თავის საუკეთესოდ შესასწავლად, თავისუფლების პროექტმა მომიტანა სურვილი გავიგო უფრო მეტი, დამაფიქრა მონობაზე,უამრავი კითხვა რაც კი თავისუფლებაზე მქონდა პასუხ გაცემულია და რაც პასუხ გაუცემელი დამჩა ჩემ თავს მივანდობ სწორი პასუხების ძიებას...

ზაზა შათირიშვილა თავისუფლებაზე - „თავისუფალი არის ის ადამიანი რომელსაც აქვს მოცალეობა“ მან დაიწყო საბარი თავისუფლებაზე და იმდენად სწრაფად განავითარა, რომ ხშირად დაწევა მიჭირდა,ის ის იყო ერთ აზრს გავიგებდი,უცებ ახალი დაგეცემოდა თავზე,ასე გარძელდა ალბათ ერთ საათზე მეტი ,შეხვედრა რა თქმა უნდა ძალიან საინტერსო გამოვიდა,ამ ადამიანის მონოლოგმა ყველა ერთად შეგვკრა და ერთ ორგანიზამად გვაქცია, პირველ და მეორე შეხვედრაზე აქტიურად იყო განხილული თავისუფლების თემა სხვადსხვა ასპექტში, ეს შეხვედრები ჩემთვის იყო პირველ რიგში შემეცნებითი,საინტერსო და დასამახსოვრებელი,მისი სტუმრები კი ის ადამიანები რომლებმაც მაპვნინეს პასუხები კითხვებზე, რომელებიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩემს გონებაში დაწრიალებდნენ...

ისევ ზემოთ ნახსენებ თემას მინდა დავუბრუნდე უნივერსიტეტზე და ასოციაციებზე,რა თქმა უნდა პირველი ასოციაცია არის სწავლა,სწავლაზე კი ამბობენ სწავლა სინათლეაო, ჩვენთან მართლა სინათლეა,მოშვებული „ლამპოჩკები“ ანთებულია და კიდევ ვაპირებთ განათებას... ბოლოს მინდა გულრწფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ლექტორს დავით მაზიაშვილს,რომელმაც შექმნა „შექსპირის ოთხი დღე“, „თავისუფლების პროექტი“ და კიდევ ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენთვის,გვასწავლის ლიტერატურის სიყვარულს, ვსვავთ შეკითხვებს და ვეძებთ პასუხებს,ჩემს მსგავსად კიდევ უამრავი სტუდენტია ,რომელიც სავსეა მადლიერების  გრძნობით,ეს ყველაფერი ხომ ჩვენთვის კეთდება...
                                                                                   ავტორი: თამთა შველიძე 
          

Monday, May 12, 2014

„საუბრები თავისუფლებაზე“... „შაკო“...„ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყაროში“



ვის არ გიფიქრიათ თავისუფლებაზე ?! ალბათ, ყველას გასჩენია, ერთხელ მაინც, კითხვა, თუ რა არის მაინც ეს თავისუფლება, ან შესაძლებელია კი, იყო - თავის უფალი?!
ძალაუფლება, ბედნიერება, სიყვარული, ყოველდღიურობა, კულტურული ნორმები, ტრადიციები, ამბიციები და ამ ყველაფერთან თავისუფლების კავშირი. როდის გამორიცხავს ის საკუთარ თავს და როდის შთანთქავს თავის მეკავშირეს. ორი სტუმარი: მარინე ჩიტაშვილი და ზაზა შათირიშვილი. თავისუფლება - განხილული ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ჭრილში. დასკვნების გაზიარების მოლოდინი და ფიქრების ახალი ტალღებით გაჯერებული დღეები, დიახ, ეს იყო პროექტი- „საუბრები თავისუფლებაზე.“
როგორ მოვედით აქამდე ? წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი გზა მომავალი ერთი შეხვედრის ადგილამდე, ყველას აერთიანებს ერთი რამ, სურვილი, იცოდეს... ასე იწყება ცხოვრების მიერ ‘შემოგდებულ’ თემებზე ფიქრი ინდივიდუალურად, შემდგომ პოულობ ადამიანებს, რომლებიც შენს ფიქრებს იზიარებენ და ბოლოს ყველანი ერთად ხვდებით პიროვნებას, ჩვენ შემთხვევაში კი დავით მაზიაშვილს, რომელსაც სულ სხვა საფეხურზე აჰყავს თქვენი ძიებები. ასე განხორციელდა დიდი ხნის განმავლობაში ჩაფიქრებული ეს პროექტი. ამ შეხვედრებმა გაგვიჩინეს სურვილი, კიდევ უფრო სიღრმისეულად ჩავწვდომოდით ცხოვრებას თავისი სირთულეებით. განგვეხილა თავისუფლება ბაირონისა თუ მილტონის ნაწარმოებებში. გაგვეგო, რა ამოძრავებდა კაენს, როდესაც სიკვდილს პატიჟებდა ჩვენს სამყაროში, მანფრედს, როდესაც ცოდნისა და ძალაუფლების ძიებას სწირავდა სიყვარულს ან მილტონისეულ სატანას, როდესაც ამბოხს აწყობდა ღმერთის წინააღმდეგ. (ადამიანი)იბადება თავისუფალი და სიცოცხლის ბოლომდე ეძებს საშუალებებს, რომ ამ თავისუფლებასთან კავშირი არ დაკარგოს. ცოდნა - სანთლის სხივი ბნელ ოთახში, წყურვილი, გაიგო მეტი, ნახო მეტი, იფიქრო მეტი - ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, მიუხედავად მისი პროფესიისა, უნდა იყოს დიდი მნიშვნელობის მატარებელი. ერთ-ერთ სემინარზე, ამ პროექტის სულის ჩამდგმელის მიერ ნათქვამ, ჩემს თავში,შეძლებისდაგვარად, აღდგენილ ფრაზას მოვიშველიებ, ‘არ შეიძლება გინდოდეთ ძალაუფლება და არ დაინტერესდეთ ძალაუფლების არსით’- ასეა ეს და ვისაც გქონდათ სურვილი თქვენი ტვინის ნაოჭები შეგეწუხებინათ ფიქრით, მაშინ, ვიმედოვნებ, ამ პროექტსაც დაესწარით და ისევე ისიამოვნეთ ჩვენი სტუმრების მოსმენით, როგორც მე. ვისაუბრეთ თავისუფლებაზე, თუმცა ამაზე არ შეჩერებულა ჩვენი თავგადასავალი ფიქრებისრეალობაში.
450 წლის შემდეგ შექსპირი კიდევ ერთხელ გვეწვია ჯერ ჩვენი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, შემდგომ კი რუსთაველის თეატრშიც გადაინაცვლა. ორივეგან დიდი მოლოდინითა და სიყვარულით შეეგებნენ ლიტერატურის მოტრფიალენი, დაახვედრეს რა ყვავილების გვირგვინი, როგორც ეს მეფეს შეეფერებოდა, და რუდუნებით მორთული დარბაზები. სამი დღე ყოველდღიური რეალობიდან მოწყვეტილ სამყაროში, სადაც ახალგაზრდა პრინცი ცხოვრების რაობის საკითხებს დაუფიქრებიათ, გვირგვინის გარეშე დარჩენილი მეფე ქალიშვილებს მიუტოვებიათ, ნამდვილ სიყვარულს სიკვდილი ჩაუკრავს გულში, სხვანი სიზმარში გადაშვებულან, ზოგსაც პიესა დაუდგამს პიესაში და ასე უსასრულოდ. ცხოვრებაც თეატრს რომ ჰგავს, ალბათ, პროექტიც ამიტომ დასრულდა რუსთაველის სცენაზე. “As you like it: As I like it”, “To be or not to be”, სტურუასეული შექსპირი, შექსპირი ჯოისთან, შექსპირი ფოლკნერთან, შექსპირი „მისის დელოუეი“-ში, თუ თქვენთვის ნაცნობია ეს თემები, ე.ი. თქვენ გქონდათ ბედნიერება დასწრებოდით შექსპირიანას და მოგესმინათ მოხსენებები ამ და მრავალ სხვა თემაზე. ამდენი საუკუნის შემდეგ, ისევ აქტუალური ხარ „შაკო“ - როგორც მას სტუდენტები ვეძახით. კადნიერებაში ნუ ჩამოგვარმევთ და მისი პიესებისა თუ სონეტების სტრიქონებს შორის ამდენი ხნის ‘ყვინთვის’ შემდეგ,ჩვენდაუნებურად,‘შემოგვექმნა’ უილიამ შექსპირის სახელის შემოკლებული (კნინობითი) ვერსია, როგორც ეს საერთოდ ხდება ხოლმე მეგობრობაში.
ასე ჩაიარა ჩვენმა,ბურუსში გახვეულმა, რამდენიმე კვირამ, ძალიან საინტერესო, განათლებული და მხიარული ადამიანების გარემოცვაში. მადლობის გარდა მეტი რა გვეთქმის სტუდენტებს ჩვენი ძვირფასი ლექტორების მიერ გაწეული ამაგისათვის. თქვენ რომ არა, ჩვენი ყოველდღიურობა არ გაფერადდებოდა ლიტერატურის ფურცლებიდან ‘ამომხტარი’ პერსონაჟებისა თუ თემების სისავსით.
ეს, რაც შეეხება წარსულს, მომავალში კი ჩვენი მოლოდინით გათანგულს, ჩრდილში დაუსადგურებია დავით მაზიაშვილის კიდევ ერთ პროექტს. სინათლის შუქზე მალე გამოვა და თავისი ფერადოვნებით არაერთს გაგვაოცებს, თუმცა ყველასთვის როდია ეს პროექტი, მათი სულის გასანათლებლადაა მხოლოდ, ვინც მთელი თავისი არსითაა თეატრსა და ლიტერატურაში გადაშვებული და სურს ამ ორის გაერთიანების შემსწრე გახდეს. თუ, ფიქრობთ, რომ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, მაშინ გვესტუმრეთ რუსთაველის თეატრში და ჩვენთან ერთად ნახეთ სტურუას მიერ გაცოცხლებული შექსპირი, პერსონაჟები და ისტორიები, რომლებიც არასდროს არ კარგავენ აქტუალურობას. მოდით, ნახეთ და განიხილეთ. შეხვდით ამ გენიალურ ადამიანს, რომელიც უკვე მსოფლიომ აღიარა და კიდევ უფრო გაიმდიდრეთ შინაგანი სამყარო.

ავტორი:ნატო დვალი