Saturday, April 5, 2014

თემა-თავისუფალი

რთულად არა, მარტივად დავიწყოთ, რომ ეს არ არის „თითის დასაქნევი“ პოემა, ხედავთ რა შეიძლება დაემართოს ღვთისადმი უარყოფითად განწყობილ ადამიანებს?! ყოველშემთხვევაში, ასე ხსნიან ხოლმე სკოლებში ე. წ. შინაბერა, ე. წ. ეკლესიური ქალები.

მოდით, ჯერ ვნახოთ რა ემართებათ. ის რაც ჩვენ გვჭირს არა?! შეიძლება მე ძმა არ მომიკლავს და არც შენ, მაგრამ ცხოვრებაში ჩვენ-ჩვენი ტვირთი და სატანჯველი გვაქვს. ბევრი ადასავით სიყვარულით, ოპტიმიზმით ცხოვრობს, სხვანი აბელის მსგავსად ლოცვაში და ღვთის რწმენაში პოულობენ შვებას, ისინი კი ვინც სამყაროს სკეპტიკურად უყურებენ უფრო მეტად უმძიმთ ცხოვრება.

„შეურიგდი იმას რაც არის“, რა ნაცნობი სიტყვებია, რომ ვიცოდე ბედნიერი ვიქნები შევურიგდებოდი, მაგრამ მე არც მორჩილი ვარ ბედისა და არც მხიარული…

ისევ თავისუფლების თემა დაგვტრიალებს ქორივით თავზე!!!

კაენი თავისუფალია ბოლომდე თავის ფიქრებში და ზრახვებში. მიუხედავად იმისა, რომ მას მონური შრომა უწევს, ის მორჩილი არ არის. მას ცოდნა სწყურია და ამის გამბედაობაც აქვს, ქედს არავის უხრის. მაგრამ საკმარისია ეს თავისუფლებისთვის? ის ხომ მარტოა, თანამგრძნობი არ ყავს, ადას მხოლოდ სიყვარული შეუძლია…. კაცია და გუნება

„მე ვიცი ჩვენ სხვებიც გვისმენენ, მოდი წავიდეთ, ჩქარა წავიდეთ“, სხვები რომ მნიშვნელოვანია ეს იცოდა ჩვენი დროის გმირმა და ამას განიცდიდა, თუ ვინმე იყო თავისუფალი და მეამბოხე ჩვენს დროში ეს მეფე იყო.

კაენმა პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც დაგვაკავშირა ჩვენი სოციუმის რაღაც ნაწილთან, შეიძლება მათ შორის ჩვენც ვართ, ისინი ვინც თამამად, შეიძლება სუბიექტურად, ან იქნებ ობიექტურადაც საუბრობენ ეკლესიაზე, რწმენაზე, პატრიარქზე, არ ერიდებიან არაფერს და განიცდიან ზეწოლას, ვისგან? ისევ საზოგადოებისგან.

ვის არ ეშინია? მე მეშინია


დაბადებიდან თავისუფლება გვაქვს მონიჭებულიო რომ ვამბობთ ეს რას ნიშნავს? იქნებ ამ დროს ის მხოლოდ ცნების სახით არსებობს. 2, 3, 4, წლის ბავშს რაც არ უნდა განუვითარდეს გონება, ის შინაგანადაც და გარეგნულადაც თავისუფალი არ არის, შესაამისად, ეს ის წლებია, როდესაც შენ მტკიცედ ითვისებ ყველაფერს, გაუპროტესტებლად და რა არის ეს ცნებები, დარიგებები? იზრდები რა, ამ მტკიცედ გამჯდარ კონცეფციებს ვერ უხვევა და ვერც გადაუხვევ. ანუ რა გამოდის, რომ მე ცნების ფარგლებში მოპოვებული თავისუფლება მჭირდება?!

უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანი თავისუფალია, უბრალოდ ამას ტვინის უჯრედების აფორიაქება სჭირდება. შემოქმედი დიდ როლს თამაშობს ამ დროს, გონებას ყველას უნათებს, თუმცა ზოგს გვიან, ზოგს უფრო ადრე, ეს შენი საქმეა ამას საუკუნო ტანჯვისთვის გამოიყენებ თუ არა.

გითქვამთ, ვიცი რომ გითქვამთ, სულელები რა ბედნიერები არიანო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთს სულელები უფრო უყვარს, უბრალოდ ცოდნის მიღებას სხვანაირი მზაობა სჭირდება.

მოდით, შემეცნება და ცოდნა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. მე ბედნიერი ვიქნებოდი შეუმეცნებლად, უცოდინრად, მაგრამ არა შემეცნებით და უცოდინრად და პირიქით, არ მინდა დაიბნეთ - x – = + , – x + = – ეს პრინციპია.

ზოგჯერ მგონია, რომ ეს „ავადმყოფური თრთოლვა“ ანუ ჩემი ცხოვრება მირჩევნია და მე მაინც ვიტყვი რომ ცოდნა ბედნიერებაა.

მაშასადამე, ჭეშმარიტება კეთილია თუ ბოროტი? კეთილია მანამდე, სანამ თავს უფლებას მისცემ, რომ სხვაზე იბატონო,  დაჩრდილო, სანამ სიამაყე შეგიპყრობს და სანამ ისევ გგონია, რომ მტვრის ნაწილაკი ხარ. ჩემს მაგალითზე გეტყვით. წარმოიდგინეთ, მე არარაობამ, იმიტომ რომ წიგნები წავიკითხე, სხვანაირ მუსიკას ვუსმენდი და განსხვავებულად ვფიქრობდი ცხოვრებაზე, ჩავთავლე,  რომ ეს ხალხი მე არ მგავს. დავდიოდი რა ქუჩაში, შევდიოდი სოციალურ ქსელში, ყველას და ყველაფერს ვაკრიტიკებდი, განვიკითხვადი მათ. ყველას ცხოვრებაში დგება ეს წუთები, მე დარწმუნებული ვარ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულად, კისერი მოვიგრიხე და მივხვდი, რომ არავინ არ ვარ.

„მე არავინ ვარ,

ნეტავ შენ ვინ ხარ?

ნუთ შენც დღემდე

არავინ იყავ?! „

დიახ, რომ კეთილმა წარმოშვა ბოროტი და ასე ცხოვრობს ადამიანი.  მუდმივად დაკვირვების ქვეშ ვართ, მუდამ გამოცდებს გვიწყობენ. ჩვენ კაენის შთამომავლები რომ ვართ იმიტომ კი არ ვართ ცოდვილები, უბრალოდ ეს გარდაუვალია. ადამიანი, რომელიც აზროვნებს უცოდველი ვერ იქნება,  წარმოუდგენელია. ეს გროვდება, შენდება და იმ ფინალური დასკვნისკენ მივდივართ რასაც სამყაროს დასასრული ქვია.

გულს კი არა გონებას ვერ უბრძანებ, ჩემს შემთხვევაში ასეა. როცა იცი რა გინდა, მაგრამ ვერ აკეთებ, როგორ გინდა ახლა გონება პირველ ყოფილ წყობილებამდე მიიყვანო, ისე რომ ეს რაღაც არ მოგინიდეს.

მაგრამ მე მაინც უნდა ავფრინდე ავფრინდები და ფრიი. . .

ადამინები თავისუფლებისკენ კი არ მიისწრაფიან, ისინი მუდმივად ბედნიერებას ეძებენ და მერე ხვდებიან, რომ ეს თავისუფლების გარეშე არ არსებობს. თუმცა ინდივიდუალურია ბედნიერების და თავისუფლების გაგება, ასე შევთანხმდით, არა?! ვიღაცას ტომების კითხვა სჭირდება თავისუფელბა რომ შეიცნოს, სხვამ კი ეს შეიძლება იოგაში იპოვოს, კარგად გამახსენდა: „ გზა მათთვის თავისუფლებაა და ყველაზე დიდი კაიფი“ _ჯეკ კერუაკი. ვიღაცას კი არა, მე მგონია, რომ ყველაზე დიდი თავისუფელბა თეატრია. შენ ერთი ხარ, მაგრამ თან ბევრი. შეიძლება ამ ცნების ერთ მხარე ვიპოვე, მაგრამ მჯერა, რომ როცა  საყვარელ საქმეს აკეთებ, როცა ის გსიმოვნებს, როცა შენი სულის ნაწილს მასში დებ და შემდეგ მისგან იღებ ამას, ეს ბედნიერება, ეს თავისუფლებაა, როცა  შენ „მე“-ს პოულობ, „მე“-ა თავისუფლება, ალბათ.

სიკვდილის წინ? რადგან ერთ გზა მაქვს?!!! არ ვიციი, მთლად ავურიე. მოკლედ თუა რ დაგეზარებათ ესეც წაიკითხეთ:


„სიკვდილი რომ არ იყოს არ იქნებოდა ქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც აღარ იქნებოდა, სიკვდილი რომა რ იყოს. არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, არც ოსტატური სიტყვა პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არრც ბოროტნი ვიქნებოდით და არც კეთილნი,არც ბედნიერნი და არც უბედნურნი, აღარაფერი ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა სიკვდილი რომ არ იყოს მთელი ეს ჩვენი უსასრულო სოცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა კი, სიკვდილი, რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა“ დოჩანა <3
                                                  ავტორი:ნათია ბენდელიანი