Monday, January 20, 2014

სათაური თქვენთვის მომინდვია

დეკემბრიის ბოლო კვირეებიც იწურება და მთავრდება ჩვენი შემოდგომის სემესტრი სადაც, ჩემი ბოლო პრეზენტაციის გაკეთებაზეც დავიწყე ზრუნვა და აი უკვე თქვენს წინაშე ვარ, შიშველი ფურცლებითა და აზრებით შეიარაღებული, სტერნის „სენტიმენტალური მოგაზურობა“ კი შესანიშნავი თანამგზავრი აღმოჩნდა ჩემთვის,თოვლიანი თბილისის ფონზე და თბილ ბიბლიოთეკასა თუ სახლში წასაკითხად,კითხვის სიყვარულიდან გამომდინარე მიყვარს ყველა ის დეტალი რაც მის ჰარმონიულობას განაპირობებს, გადავწყვიტე პატარა მიმოხილვა გავკეთო იმ  თემებისა რაც განვლილ წიგნებში გვქონდა რათა კონტრასტი უფრო ცხადი და აშკარა იყოს, „დაკარგულ სამოთხეში“ ჩვენ  ვეცადეთ ამოგვეხსნა თავისუფლების იდეა და ამ პასუხის ძიებამ უამრავ კართან მიგვიყვანა, „რობიზონ კრუზო“ პრაქტიკული ადამიანი, სადაც შრომას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. „გულივერის მოგზაურობა“ ამ წიგნმა ბევრი საკითხი შემოიტანა, რომლებიც შეიძლება იყოს, სახელმწიფო, პოლიტიკა,მეცნიერება მათი აზრი და რაობა და რაც ყველაზე საინტერსოა ადამიანის მსგავსი არსებები იაჰუები,რომელბიც ნამდვლილად გვაფიქრებენ ჩვენს მანკიერებზბეზე და პარალელს ვავლებთ გონიერ არსბებთან,რატომ დაწინაურდნენ ისინი ჩვენზე წინ.
სანამ სტერნის სენტიმენალურ მოგზაურობაზე რამეს დავწერდე,რამდენიმე სიტყვა სენტიმენტალიზმზე:სენტიმენტალიზმი, როგორც მიმდინარეობა წარმოიშვა მე-18 საუკუნის მეორე მეოთხედში. ტერმინისენტიმენტალიზმილიტერატურატმცოდნეობაში გავრცელდა ლორენს სტერნისსენტიმენტალური მოგზაურობის“ (1768 .) გამოქვეყნების შემდეგ.  როცა სენტიმენტალიზმის შესახებ ინფორმაციებს ვეძებდი თითქმის ყველა გზას სტერნთან მივყავდი რომელსაც სენტმინეტალიზმის და საერთოდ ამ მიმდევრობის ფუძემდებლად და შემომტანად მიიჩნევდნენ, სტერნი ყურადრებას აქცევს ადამიანის რაობას, მის სულიერ ცხოვრებას, შინაგან სამყაროასა და განცდებს, სენტმინეტალიზმი ფართო იდეურ-ფილოსოფიურ ლიტერატურული მიმდინარეობაა,რომელსაც აინტერსებს ადამიანი და მისი გრძნობათა სამყარო, ბუნებასა და გარემოცვასთან კავშირი, ხოლო გულწრფელობა, უშალობა,სიკეთე, თანაგრძნობა, სენტიმენტალიზმის ჭეშმარიტი გამოხატულებაა, ეს ყველაფერი უბრალოდ მოტანილი სიტყვები არ არის, ისინი მიზან მიმართულად ასახავენ სენტიმენტალიზმის არს და ზუსტად პასუხობენ სტრენის ნაწარმოებს და ვცდილობ მივიდე ნაწარმოებთან, სადაც ეს ყველაფერი ნამდვილად არის, იქ არის სიკეთე (fille de chambere ეს მიმართ გაცემული ერთი კრონი) თანაგრძნობა და უშუალობა (მარიასთან მიმართებაში) და ბუნებასთან კავშირი ( სოფლის ოჯახური სცენის აღწერისას), თუ იმ დრომდე,მწერლები განსაკუთრებულ ყურადრებას ამხვილებდნენ ადამიანის რაობის გარკვევაზე, გვისახავდენენ საუკეთსო ადამანის პორტრეტებს,სტერენის გადასვლა ადამიანის შინაგან სამყაროზე უფრო საინატრესო აღმოჩნდა ჩემთვის,განსაკუთრებით კი ავტორის ქალებისადმი დამოკიდებულება მის გულწრფელობა  და ბუნებასთან კავშირი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, სტერნი გარდა შინაგანი განცდებიასა, სატირასაც მიმართავს, ჩემი აზრით მისი დაფარული სატირა კარგად ჩანს როცა ის დაწვრილებით აღწერს ლა ფლერის გარეგნობას, რომელიც პაემანზე წასავლელად უზომოდ გამოპრანჭული მოევლინება იორკს, აქ ის ხაზს უსვავს ფრანგების ბუნებას , მათ დამოკიდებულებას ჩაცმისა და გაპრანჩვის მიმართ, რომელიც მას ცოტა ზედმეტადაც მიაჩნია.
გრძნობებისა და განცდების საუეთესოდ გადმოცემის საშუალება რა უნდა იყოს თუ არა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, რომელსაც თან ახლავს   ვნება,მოწონება,ინტერსი,სურვილი და ათასგვარი დაულაგებელი ფიქრები,პასუხ გაუცემელი კითხვები და მაინც შენ მაინც მიილტვი ამ ურთიერთობებისაკენ, იორკიც არ აღმოჩნდა  ამ შემთხვევაში  გამონაკლისი და ის მკითხველთან გულწრფელად აღიარებს მის დამოკიდებულებას ქალების მიმართ, რომ ისი ძალიან სუსუტია წინ აღუდგეს ცდუნებას, და ამის გასაკეთებლად მას დიდი ბრძლის გადატანა უწევს საკუთარ თავთან ეს კარგად ჩანს ერთ-ერთ მონაკვეთში როცა მას fille de chambere ეწვია „ ეგ რომ გავაკეთო,წასულია ჩემი საქმე მეთქი, ვთქვი-მოვკიდე ხელი ხელში, კართან მივიყვანე და ვთხოვე ნუ დაივიწყებ მეთქი ჩემს დარიგებას-არა, რა დამავიწყებსო, მიპასუხა-და ისეთი გზნებით წარმოთქვა ეს სიტყვები, შემობრუნდა და ორივე ხელი ერთბაშად სეშყუპებულნი, ხელებში ჩამიდო-რომ შეუძლებელი იყო არ ჩამებღუჯა ისინი ასეთ დრეში მყოფს-მინდოდა გამეშვა, და მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ ჩაბღუჯული მქონდა ისინი, ჩემს თავს ვტუქსავდი გუნებაში, ამას რას ვჩავდივარ,ამას რას ჩავდივარ მეთქი-და მაინც არ ვუშვებდი ხელს.-სულ რაღაც ორმა წუთმა გაიარა, რომ მივხვდი,მთელი ბრძლოა თავიდან გამიხდებოდა გადასხდელი-და, ამის გაფიქრებამ ყველაფერი ერთიანად ამიკანკალა ტანიან-ფეხიანად“ ალბათ ბევრსითვის ნაცნობი სიტუაციააა როცა ებრძვი შენს საკუთარ თავს,არ გააკეთო ის რისი გაკეთებაც ძალიან გინდა მიუხედავად იმისა რომ იცი ეს ყველაფერი კარგ შედეგებს არ მოგიტანს, ბევრი ადამიანი მაინც აკეთებს და იმკის, ბევრი ადამიანი არ აკეთებს და ეძებს გამოსვალს,ჩვენ ვემორჩილებით საზოგადოების მიერ დადგენილ წესებს დოგმებს,ან თუ არ ვემორჩილებით ვცდილობთ, რომ ესე გამოჩნდეს, ამ ცდაში კი საკუთარი თავი და შინაგანი მე გვავიწყდება, მე- 18 საუკუნეში სტრენის სენტიმენტალურმა მოგზაურობამ აღიარება მოიპოვა მისი განსხვავებულობის გამო,ის იყო ახალი და განსხვავებული განმანათლებელების შემოქმებისაგან, რომელბიც გონების ძალას აღიარებდნენ, სტერნმა კი ადამიანის შინაგანი განცდების ძალა აღიარა, გონებისა და გრძნობის ტანდემი კი იშვიათია მაგრამ თუ არსებობს თავისი სტაბილურობით გამოაირჩევა, თუ გრძნობებს მივენდობით და გონებას არა ხშირად ვინანებთ, თუ პირიქით ნაკლებად გვექნება სანანებად საქმე, ეს ყველაფერი შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს მაგრამ ეს რელაობა და ჩვენ ყოველღდე თუ არა ხშირად გვიწევს საკუთარ თათან დიალოგების გამართვა, იურკიც ჩვენსავით ადამიანი იყო და დაუფარავად საუბრობს თავის სისუსტეებზე და ზემოთ მოყვანილ მაგალითში კარგად ჩანს მისი გონებისა და გრძნობის ჭიდილი, გონება ცდილობს და იმარჯვებს გრძნობაზე.
საუკეთესო გზად მიმაჩნია ბედნიერების და ჰარმონიულობის  ბუნებასთან გაიგივება, სტერნი საოცრად ლამაზად და ცხადად გვიღწერს ბედნიერი ოჯახის სურათს სოფლად ბუნებაში, თითქოს მე და იორკი ერთად შემოვუსხედით მათ სუფრას და მეც მათთან ერთად გავიზიარე ჰარმონიულობასთან შერწყმული ბედნიერება,რომელიმაც თავის განფენილობა ბუნებაში პოვა, ბუნებაში სადაც თავისუფლებაა, სადაც სიჩუემეა და სადაც შორს ვართ ცივილიზაციისაგან, ადამიანის ბუნებრიობა შერწყმულია იმ ბუნებასთან, სადაც ვარსებობთ,რომელიც გვკვებავს და გვაძლევს საარსებო ძალას.ბუნების სიშიშვლე ერწყმის ჩვენს შიშველ სულებს და შეუძლებელია იქ  და იმ დროს არ იგრძნო,  რომ ეს ის არის რაც ყველამ უნდა ნახოს და განიცადოს, ამიტომ ვთვლი რომ სტრენის მიგნება ადამიანის ბუნებასთან კავშირის შესახებ, სადაც უბრალო მოვლენებმაც კი შეილება სიამოვნება მოგანიჭოს ძალიან სწორია, დღეს ადმიანები უფრო განვითარდით ბუნებასთან კავშირიც კარგად გავიზართ მოვიწყვეთ კომფორტული აგარაკები, სადაც შეგვიძლია განმარტოება და თუნდაც სენტმინეტალური მოგზაურობის კითხვა.

და ჩემი საპრეზენტაციო ესეც ბოლო აკორდებს იღიებს და მინდა მისი მთავარი აზრი შევკრა,რომელიც ასე თუ ისე იმედი მაქვს რომ დაინახეთ, სტერნის სენტიმენტალიზმა დღეს უფრო მეტად აიმაღლა ხმა ვიდმე მაშინ, დღეს ადამიანის განცდები უფრო აქტიური საძიებო საკითხია ვიდრე, პოლიტიკა და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ის რომ სასიყვარული წიგნები თუ ფილმები ბევრად უფრო პოლულარული და შემოსვალიანია ვიდრე სამეცნიერო, ესეც ამაზე მეტველბს, დაუსრულებელი სერიალები რომელბიც სენტმიენტალიზმის გამოვლინებად მიმაჩნია, იქაც ხომ გრძნობებია ტირილი,მწუხარება და ისევ ტირილი... მოკლედ სტერნის სენტიმენტალიზმი დღეს ჩვენ გვერდით თანაარსებობს ვიზაირებთ მას და შეიძლება უფრო მარტივად გასგებიაცაა ვიდრე ადამიანის რაობის გარკვევა (რომელიც დრემდე გაურკვევლად მიმაჩნია) დღეს ჩვენი გრძნობები ასე თუ ისე მნიშვნელოვნად წარმარათავენ ჩვენს ცხოვრებას, და როგორც გოეთემ თქვა „ცხოვრებაში მტავარი თვითონ ცხოვრებაა და არა ცხოვრების შედეგი“                         
                                                                                     ავტორი: თამთა შველიძე

No comments:

Post a Comment